X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

ირაკლი ქარსელაძე - ხმა მივეცი ქვეყნის წარმატებულ ევროპულ მომავალს, სადაც რეგიონები და ინფრასტრუქტურა იქნება მაქსილმალურად განვითარებული

2 ოქტომბერი 2021

„მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებმა მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩაიაროს, რათა ჩვენს მოქალაქეებს მიეცეთ შესაძლებლობა მშვიდად გააკეთონ საკუთარი არჩევანი“,-ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა. 

ირაკლი ქარსელაძემ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე საკუთარი არჩევანი წავკისში, მთაწმინდის ოლქის 38-ე უბანზე გააკეთა. 

მინისტრის თქმით, მან ხმა მისცა ქვეყნის ევროპულ მომავალს განვითარებას და იმედი გამოთქვა, რომ ამომრჩეველთა აქტივობა  ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე იქნება მაღალი. 

„რა თქმა უნდა, პანდემიაა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყველა მოთხოვნა და რეგულაცია დაცულია და ნამდვილად მაქვს იმედი, რომ აქტივობა იქნება მაღალი. მეც მოვიხადე ჩემი მოქალაქეობრივი ვალი და ხმა მივეცი საქართველოს წარმატებულ მომავალს, წარმატებულ ევროპულ მომავალს, მომავალს სადაც რეგიონები და ინფრასტრუქტურა იქნება მაქსილმალურად განვითარებული, იმ დაწყებული და წარმატებული პროექტების სახით, რომელიც ნამდვილად დიდ განვითარებას მოუტანს ქვეყანას,“ - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.